ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საგრძნობლად გაიზარდა მცენარეული დიეტების პოპულარობა, რასაც ბაზარზე უამრავი ახალი მცენარეული პროდუქტის გამოჩენა მოყვა. ბლოგების სერიის პირველ ნაწილში განვიხილავთ რას გულისხმობს ტერმინი ‘მცენარეული დიეტა’ და რა დადებითი მხარეები აქვს მას.

 

რას ნიშნავს ‘მცენარეული’?

მცენარეული დიეტა ხშირად ასოცირდება ვეგანურ და ვეგეტერიანულ კვებასთან, თუმცა ეს არ არის ბოლომდე სწორი. 

მცენარეული დიეტის დროს, კვების რაციონის უმეტესი წილი ეთმობა მცენარეული წარმოშობის საკვებს, ხოლო ცხოველური საკვები მხოლოდ მცირე რაოდენობით გვხვდება ან საერთოდ ამოღებულია. მცენარეული საკვები მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, მთელმარცვლიანებს, თხილეულს, მარცვლეულს, ზეთებს და პარკოსნებს. 


მცენარეული დიეტის ზოგიერთი სახეობაა: 

ლაქტო-ვეგეტარიანული: გულისხმობს კვერცხზე და ხორცეულზე უარის თქმას, თუმცა დასაშვებია რძის ნაწარმი. 

ოვო-ვეგეტერიანული: გულისხმობს ცხოველურ საკვებზე, მათ შორის რძის ნაწარმზე, უარის თქმას, თუმცა დასაშვებია კვერცხი. 

ლაქტო-ოვო-ვეგეტერიანული: ცხოველური საკვებიდან დაშვებულია მხოლოდ რძის ნაწარმი და კვერცხი.

სემი-ვეგეტარიანული, იგივე ფლექსიტარიანული: ძირითადად, მიირთმევენ მცენარეულ საკვებს და იშვიათად - ხორცეულს, რძის ნაწარმს და კვერცხსაც. 

პესკეტარიანული: მიირთმევენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს და თევზეულს ან/და მოლუსკებს.

ვეგანური: დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის ცხოველური საკვები, მათ შორის თაფლი, რძის ნაწარმი და კვერცხი.


მცენარეულ კვებაზე გადასვლა შეიძლება განპირობებული იყოს მრავალი სხვადასხვა მიზეზით - ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, ჯანმრთელობა, რელიგია, ეთიკა ან უბრალოდ პირადი სურვილები.  


რა დადებითი მხარეები აქვს მცენარეულ კვებაზე გადასვლას? 

01. ჯანმრთელობა

მცენარეული დიეტა მოიცავს ისეთ საკვებს, - ხილი, ბოსტნეული, მთელმარცვლიანები - რომელიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და შეიცავს მცირე რაოდენობით მავნე ელემენტებს - მარილი, გაჯერებული ცხიმები, დამატებული შაქარი

მცენარეული კვებია არეგულირდებს არტერიულ წნევას, ამცირდებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. მცირდება გულის დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტის და ნაწლავური სიმსივნის განვითარების რისკიც.

მრავალფეროვანი და დაბალანსებული მცენარეული დიეტის დროს, ორგანიზმი იღებს დიდი ოდენობით უჯრედისს, რაც დადებითად აისახება როგორც კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე, ასევე ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე  - მცირდება კუჭ-ნაწლავის პრობლემების და სხვადასხვა დაავადებების რისკი, უმჯობესდება იმუნური ფუნქცია, უმჯობესდება განწყობა და ა.შ.


02. გარემო

ჩვენს ყოველდღიურ, კვებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გარემოზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ბევრი ადამიანი მცენარეულ კვებას სწორედ ამ მიზეზით ირჩევს, რადგან მათთვის პრიორიტეტულია ბუნების და გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება და ცხოველთა კეთილდღეობა. 

ცხოველურ საკვებს მკვეთრად უარყოფითი გავლენა აქვს გარემოზე, ვიდრე მცენარეულს: სათბურის აირების დიდი რაოდენობით ემისია, წყლის და მიწის რესურსის ჭარბი ხარჯვა. შესაბამისად, მცენარეულ კვებაზე გადასვლით ხელს ვუწყობთ ბიომრავალფეროვნებას და ვამსუბუქებთ სასურსათო სისტემაზე ზეწოლას. 

საერთო ჯამში, მცენარეული კვება ორმაგად სასარგებლოა, როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის ჯანმრთელობისთვის.


სასარგებლოა თუ არა ნებისმიერი სახის მცენარეული დიეტა?

ზოგადი გაგებით, მცენარეული დიეტა მოიაზრებს ჯანსაღ კვებას, თუმცა ყოველთვის სასარგებლო როდია. სურსათის დახლებზე შეგხვდებათ ზოგიერთი ისეთი ‘მცენარეული’ და ვეგეტარიანული პროდუქტი, რომელიც სავსეა შაქრით, მარილით და გაჯერებული ცხიმებით.

გარდა ამისა, მცენარეულმა დიეტებმა შესაძლოა ცილის, ზოგიერთი ვიტამინის და მინერალის ნაკლებობა გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი ნუტრიციული საჭიროებები და შესაბამისად დავგეგმოთ დიეტა.  


ავტორი: Tiphaine Boulin, ნუტრიციოლოგი